პროფესიონალ ბუღალტერთა
ინსტიტუტი


Institute of
Professional Accountants


გამოქვეყნებულია ახალი ვაკანსიები!


ქართული სექტორი
ინგლისური სექტორი

პროფესიონალ ბუღალტერთა ინსტიტუტის
ACCA-ს სასწავლო პროგრამის ქართულენოვან სექტორზე
საბუთების შემომტანი სტუდენტების საყურადღებოდ:
 

ჩვენი ინსტიტუტის  სასწავლო პროცესში ჩართვა:

1. სწავლება სემესტრულია და წელიწადში ორი სემესტრია: გაზაფხულის სემესტრი და შემოდგომის სემესტრი.

2. საბუთების მიღება ხდება წელიწადში ორჯერ: გაზაფხულის სემესტრისთვის დეკემბერ-იანვარში, და შემოდგომის სემესტრისთვის ივნის-აგვისტოში.

3. გაზაფხულის სემესტრში სასწავლო პროცესი იწყება თებერვლის მეორე კვირიდან, და შემოდგომის სემესტრში - სექტემბრის მეორე კვირიდან.

4. სასწავლო პროცესში ჩართვის მსურველის მიერ წარმოდგენილი უნდა იყოს ქვემოთ ჩამოთვლილი საბუთები:

* დიპლომის ასლი ან ცნობა სასწავლებლიდან; (2 ცალი)

* პირადობის ასლი; (2 ცალი)

* ფოტოსურათი 3X4; (2 ცალი + ელექტრონული ვერსია (დისკზე))

ქვემოთ მოცემული ფორმები შეგიძლიათ წინასწარ შეავსოთ და მოიტანოთ ჩვენთან:

PDF განცხადება
PDF ანკეტა

თუ ვის შეუძლია პროგრამაში ჩართვა იხილეთ შინაგანაწესში (მთავარი მენიუ – შინაგანაწესი).


5. საბუთების შემოტანისას სტუდენტს ეძლევა რეგისტრაციის ნომერი და პაროლი;

6. ამ რეგისტრაციის ნომრით და პაროლით სტუდენტი შედის მონაცემთა ბაზაში საკუთარ გვერდზე ;

7. მონაცემთა ბაზაში საკუთარი გვერდიდან სტუდენტი დარეგისტრირდება  სასურველ ჯგუფებში (წიგნების მიხედვით); ლექციებზე რეგისტრაციის ინსტრუქცია იხილეთ აქ.

8. ლექციებზე ელექტრონული რეგისტრაციის პერიოდებია: გაზაფხულის სემესტრისთვის ყოველი წლის 1 თებერვალი - 10 თებერვალი; შემოდგომის სემესტრისთვის ყოველი წლის 1  სექტემბერი - 10  სექტემბერი;

9. შეფასების სისტემა.

10. თანხის არასწორ ანგარიშზე ჩარიცხვის შემთხვევაში, სტუდენტმა უნდა მიმართოს ინსტიტუტის ადმინისტრაციას (წერეთლის 61).

 

 


ACCA news
Information
ვაკანსია
ვინ არის ხაზზე

www.echo.ge
Test mode