პროფესიონალ ბუღალტერთა
ინსტიტუტი


Institute of
Professional Accountants


2017 წლის შემოდგომის სემესტრისთვის ლექციებზე დარეგისტრირება დაიწყება 2017 წლის 1 სექტემბრიდან (12:00 საათიდან).


ქართული სექტორი
ინგლისური სექტორი

ლექციებზე რეგისტრაციის პერიოდი

2017 წლის შემოდგომის სემესტრისთვის ლექციებზე დარეგისტრირება დაიწყება 2017 წლის 1 სექტემბრიდან (12:00 საათიდან).
ლექციები დაიწყება 2017 წლის 10 სექტემბრიდან (ლექციებზე რეგისტრაცია პროგრამულად შეწყდება 2017 წლის 9 სექტემბერს).

(ვიდეო ლექციებზე რეგისტრაცია დაიწყება 2017 წლის 1 სექტემბრიდან. დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ვიდეო ლექციებში).



ინსტიტუტის მონაცემთა ბაზა

ლექციებზე ხდება ელექტრონული რეგისტრაცია, ამიტომ სტუდენტს უნდა ჰქონდეს საკუთარი რეგისტრაციის ნომერი და პაროლი, რითაც შევა საკუთარ გვერდზე ინსტიტუტის მონაცემთა ბაზაში და დარეგისტრირდება ჯგუფში. ინსტიტუტის მონაცემთა ბაზა

ლექციებზე რეგისტრაციისთვის ასატვირთი დოკუმენტები

ონლაინ რეჟიმში ლექციებზე დარეგისტრირებამდე სტუდენტს უკვე უნდა ჰქონდეს გადახდის ქვითრები დასკანერებული (გთხოვთ, გადახდის ქვითრები მოათავსოთ ერთ ფაილში) და რეგისტრაციისას ატვირთოს ეს დოკუმენტები (იგივე გადახდის დოკუმენტები დაგჭირდებათ ბაფის გამოცდაზეც, ამიტომ სემესტრის ბოლომდე უნდა გქონდეთ შენახული):

სავალდებულო გადასახადები:
1. ლექციის საფასური - 400 ლარი (ინსტიტუტის ანგარიშზე);
2. საწევრო გადასახადი - 11 ლარი (ახლადდარეგისტრირებული სტუდენტებისათვის); დააზუსტეთ ადმინისტრაციაში (ძველი სტუდენტებისათვის) (ბაფის ანგარიშზე);
3. ჟურნალის გადასახადი - 36 ლარი (ჟურნალის ანგარიშზე);
4. განცხადების ასლი (თუ გაქვთ ლექციებთან დაკავშირებული რაიმე განცხადება დაწერილი);

რა შემთხვევაში ხდება რეგისტრაციის დაბლოკვა
1. არასრული გადახდის ანდა არასწორი გადახდის შემთხვევაში სტუდენტი რეგისტრაციას ვერ დაასრულებს (რეგისტრაციაზე დასტურს ვერ მიიღებს). ამის შესახებ ინფორმაციის წაკითხვა მას შეუძლია კომენტარის ველში, რომელიც გამოჩნდება სტატუსზე მაუსის დაჭერის შემდეგ, და სადაც ზუსტად იქნება მითითებული დაბლოკვის მიზეზი. მხოლოდ მიზეზის აღმოფხვრის შემდეგ ინსტიტუტის ადმინისტრაციის მიერ მოხდება დასტურის გაცემა  სტუდენტის მოთხოვნაზე.
2. თუ სტუდენტს ორ წიგნში უარყოფითი შედეგი აქვს , მაშინაც ვერ მოახერხებს ახალ წიგნზე რეგისტრაციას. მას შეუძლია მხოლოდ იმავე წიგნების ლექციები აიღოს განმეორებით (სურვილის შემთხვევაში).
3. თუ არ აქვს დასრულებული ერთი ეტაპი და ისე ირჩევს შემდეგი ეტაპის წიგნებს.

განმეორებითი დასწრება ლექციებზე

განმეორებით ლექციებზე დასწრება ხდება განცხადების საფუძველზე (უნდა მოხვიდეთ წერეთლის 61-ში და დაწეროთ განცხადება განმეორებით დასწრებაზე) და ლექციის საფასური ამ შემთხვევაში არის 200 ლარი. ეს შეღავათი ეხებათ მხოლოდ სტუდენტის სტატუსის მქონე სტუდენტებს (დაუსწრებლებზე არ ვრცელდება).

ჯგუფების არჩევა
რეგისტრაციისას გამოჩნდება მხოლოდ იმ ჯგუფების მონაცემები, სადაც არის საშუალება, რომ სტუდენტი ჩაეწეროს. ჯგუფში საჭირო რაოდენობის სტუდენტების დარეგისტრირების შემდეგ ჯგუფი დაიხურება. (ჯგუფის ნიმუში: F3/1, F3/2 . . . .  სადაც F3 არის წიგნის დასახელება (ამ შემთხვევაში „ფინანსური აღრიცხვა“) და დახრილი ხაზის შემდგომ (/) მოცემული ციფრი მიუთითებს ჯგუფის ნომერზე).

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ჯგუფში ადგილების რაოდენობა შეიძლება იმაზე ნაკლები იყოს, ვიდრე ჩანს რეგისტრაციისას (ადგილების რაოდენობა - ნიშნავს დარჩენილ ადგილებს ჯგუფში). ამის მიზეზია ის, რომ მოთხოვნის გამოგზავნისას ადგილების რაოდენობა არ იცვლება, სანამ სტუდენტი დასტურს არ მიიღებს.

რეგისტრაციის ვადის დასრულებამდე სტუდენტს აქვს საშუალება შეცვალოს ჯგუფი (ლექციების დაწყების შემდგომ ჯგუფების შეცვლა აღარ მოხდება). მაგრამ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნაზე დასტური აქვს მიღებული. ამისათვის სტუდენტი უნდა შევიდეს სტატუსის ღილაკიდან (მწვანე V) და ჯგუფის ველში აირჩიოს სხვა, მისთვის სასურველი, ჯგუფი. შემდგომ დააჭიროს ცვლილების შენახვას (აუცილებლად გადაამოწმეთ შემდგომ გრაფიკში).
თუ სტუდენტის მოთხოვნა უარყოფილია (დაბლოკილია), მაშინ სტუდენტმა სხვა ჯგუფის ასარჩევად, ჯერ წინა არჩეული ვერსია უნდა წაშალოს (ღილაკით X), და შემდგომ თავიდან გააკეთოს დარეგისტირება სხვა არსებულ ჯგუფებში.

შესაძლებელია, ჯგუფი გაუქმდეს; ამის მიზეზი შეიძლება იყოს: არასაკმარისი სტუდენტების რაოდენობა ჯგუფში. ამ შემთხვევაში, სტუდენტები გადანაწილდებიან სხვა ჯგუფებში. ეს ინფორმაცია დაიდება ჩვენს საიტზე ლექციების დაწყებისას.

ჯგუფში რეგისტრაციისათვის საჭირო ღილაკები
მონაცემთა ბაზაში სტუდენტმა საკუთარ გვერდზე უნდა ნახოს შემდეგი ღილაკები:
1. =ჯგუფში რეგისტრაცია=
2. =ახალ ჯგუფში რეგისტრაციის მოთხოვნის დამატება=
3. =ეტაპის არჩევა=
4. = ჯგუფის არჩევა=
5. = გადახდის ქვითრების ატვირთვა=
6. = მოთხოვნის დასრულება=


რეგისტრაციის დადასტურება
ადმინისტრატორი გადაამოწმებს (მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში) თქვენს გადახდებს და, თუ ყველაფერი სწორია, თქვენს მოთხოვნას დაადასტურებს. ამის შემოწმება ხდება სტატუსთან (V) მაუსის მიტანისას, სადაც გამოჩნდება შეტყობინების ფანჯარა: =დადასტურებულია=.

თუ არ არის სწორი, მაშინ მოთხოვნა არ დადასტურდება და შეგიძლიათ მიზეზს გაეცნოთ მესიჯის ველში (გამოჩნდება მაუსის დაჭერის შემდგომ სტატუსის ქვემოთ მოთავსებულ ფიგურაზე Ø) და გამოასწოროთ.

გამოსწორების და დასტურის შემთხვევაში სტუდენტს არჩეული ჯგუფი დაუფიქსირდება თავის გვერდზე: გრაფიკში და შეფასებაში.

ლექციების გრაფიკი
დასტურის მიღების შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ ლექციების გრაფიკს გაეცნოთ გრაფიკის გვერდზე; თარიღის ველში მიუთითეთ წლის ნებისმიერი თვის ნებისმიერი რიცხვი, და გამოჩნდება იმ კვირაში რომელ დღეს გაქვთ ლექციები. გრაფიკი დაიდება ლექციების დაწყების წინ.

ლექცია ტარდება ძირითადად კვირაში ერთხელ და გრძელდება 2 სთ 40 წუთი.
ლექციები სამუშაო დღეებში იწყება 18:10 წუთზე; შაბათ-კვირას კი დღის პირველ ნახევარში.

======================================================
აუცილებლად ყველა სტუდენტი უნდა გაეცნოს გარიცხვის წესებს. ამისათვის ყურადღებით გაეცანით შინაგანაწესს და გარიცხვა-ში (ქართული სექტორის ქვემოთ მოთავსებული პუნქტი) გამოქვეყნებულ ინფორმაციას.
======================================================

ლექციაზე დარეგისტრირების შემდგომ, თუ რაიმე მიზეზის გამო გსურთ ლექციის შეყვეტა და აკადემიური შვებულების აღება, ეს უნდა გააკეთოთ თვის ბოლომდე.
ანუ, თებერვლიდან ვინც იწყებს ლექციებს, აკადემიური შვებულების განცხადება უნდა დაწეროს არაუგვიანეს 28-29 თებერვლისა.
სექტემბრიდან ვინც იწყებს ლექციებს, აკადემიური შვებულების განცხადება უნდა დაწეროს არაუგვიანეს 30 სექტემბრისა.


ინსტიტუტიდან გარიცხულმა სტუდენტებმა ლექციებზე ჩაწერის წინ უნდა მოაგვარონ ინსტიტუტში აღდგენის საკითხი, ანუ უნდა გადაიხადონ აღდგენის საფასური და დაწერონ განცხადება ინსტიტუტში სტუდენტის სტატუსის აღდგენაზე, ასევე, განაახლონ ხელშეკრულება ინსტიტუტთან. აღდგენის ვადები იხილეთ: გარიცხვა.

======================================================
ინფორმაცია ლექციის გაცდენასთან ან გადატანასთან დაკავშირებით იხილეთ ქვემოთ.

ცდება შემდეგი ლექციები:


2016 წლის 31 ოქტომბერს -  F6 ჯგ.2 ლექცია (ლექტორი: ირაკლი შავიშვილი)









ACCA news
Information
ვაკანსია
ვინ არის ხაზზე

www.echo.ge
Test mode