პროფესიონალ ბუღალტერთა
ინსტიტუტი


Institute of
Professional Accountants


2017 წლის შემოდგომის სემესტრისთვის ლექციებზე დარეგისტრირება დაიწყება 2017 წლის 1 სექტემბრიდან (12:00 საათიდან).


ქართული სექტორი
ინგლისური სექტორი
გარიცხულმა სტუდენტებმა სტატუსის აღდგენა უნდა გააკეთონ შემდეგ პერიოდებში (ლექციებზე ელექტრონული რეგისტრაციის დაწყებამდე):
1. ვინც სექტემბრიდან აპირებს ლექციებზე დარეგისტრირებას, მათ ივნის-ივლისში;
2. ვინც თებერვლიდან აპირებს ლექციებზე დარეგისტრირებას, მათ დეკემბერში.

ინსტიტუტის ადმინისტრაცია იყენებს თავის უფლებას გარიცხოს სტუდენტი ინსტიტუტიდან შემდეგ შემთხვევებში (გარიცხვები ხდება თებერვლის და ოქტომბრის თვეში):

1.    ხელშეკრულების პირობების დარღვევისას;

2.    სწავლის საფასურის გადახდის ვადების დარღვევისას;

3.    ორი სემესტრის ზედიზედ გამოტოვებისას (თუ აკადემიური შვებულება არ ექნება აღებული მეორე სემესტრის ლექციების დაწყებამდე. აკადემიური შვებულება ფორმდება სტუდენტის მიერ განცხადების შემოტანით);

4.    სხვა ჯგუფის ლექციებზე დასწრებისას;

5.    ეთიკური ნორმების დარღვევისას.


სტატუსის აღსადგენად გარიცხულმა სტუდენტმა უნდა მიმართოს ინსტიტუტის ადმინისტრაციას განცხადებით და იმავდროულად თან იქონიოს აღდგენის საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

აღდგენის განაცხადი მიიღება იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი აპირებს გამოცდაზე გასვლას ანდა ლექციების აღებას.

გარიცხულ სტუდენტს სტატუსის აღდგენამდე არ აქვს უფლება დაესწროს:

1.    შუალედურ გამოცდებს;
2.    საბოლოო გამოცდებს;
3.    ლექციებს.

გარიცხვისა და აღდგენის წესების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ინსტიტუტის შინაგანაწესში: შინაგანაწესი


ACCA news
Information
ვაკანსია
ვინ არის ხაზზე

www.echo.ge
Test mode